Pages

Friday, April 1, 2011

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.


  I  ფოტო

 ეს არის ე.წ. დაგეროტოპია, რომელიც გადაიღო თვით მეთოდის ავტორმა Louis Daguerre 1838 წელს, ადგილზე სახელწოდებით Boulevard du Temple პარიზში. დაგეროტოპიის შესაქმნელად საჭიროა ხანგრძლივი 10 წუთიანი ექსპოზიცია  და ადამიანები, რომლებიც ბულვარზე დადიან, უბრალოდ არ ჩანან, მაგრამ ერთი კაცი მაინც გამოჩნდა კადრში.



თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.



 ინფორმაციის სრულად სანახავად დააჭირეთ აქ