ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკური" ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).
Friday, March 25, 2011
Friday, March 18, 2011
ფოტოაპარატი
ფოტოაპარატი,მისი განვითარება და მნიშვნელობა
19-ე საუკუნეში ლუი დაგერმა გამოიგონა პირველი ფოტოაპარატი, იგი საფრანგეთის ოპერაში მხატვარი იყო. 1820 წელს დაიწყო ექსპერიმენტები, რომელიც რამდენიმე წელს გრძელდებოდა და 1839 წელს გამოიგონა ფოტოაპარატი. დაგერმა თავის პირველ ფოტოსურათებს „დაგეროტიპები“ უწოდა. ლუი დაგერის გამოგონება გამოსახულების მიღებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა-ობსკურაში, ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. დაგეროტიპები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და დიდი როლი ითამაშეს ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისათვის. სამწუხაროდ დაგეროტიპული გამოსახულება არ იყო გამძლე, რის გამოც მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოაღწია დღემდე. ლუი დაგერის მიერ გამოგონილმა ფოტოაპარატმა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადადა უფრო დაიხვეწა. 19-ე საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა გერმან ფოგელმა შეძლო გადაეღო მოძრავი ობიექტები. ასევე 19-ე საუკუნის ბოლოს გამოგონებულ იქნა ფოტოგრაფიული ფოტოჩამკეტი.
20-ე საუკუნის დასაწყისისთვის ფოტოტექნიკის ძირითადი სრულყოფა დამთავრებული იყო. კამერის ზომის შემცირებამ, ფირების გაუმჯობესაებამ, ძლიერი შუქძალის ობიექტივების შექმნამ შესაძლებელი გახადა ფოტოგრაფია გადასულიყო ფერწერის და გრაფიკის მიმბაძველობიდან გამომსახველობის საკუთარი შესაძლებლობების და განვითარების საშუალებად. 20-ე საუკუნის ბოლოს გამოგონილ იქნა ციფრული ფოტოაპარატი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ფოტოხელოვნების განვითარება. ფოტოგრაფია-ბერძნული სიტყვაა და „სინათლით წერას“ ნიშნავს. ფოტოგრაფიას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ფოტოარქივებში დაცულია მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა. ის რაც შესაძლებელია ფოტოაპარატის საშუალებით დაფიქსირდეს, ხვალ ისტორია გახდება; მოდის ინდუსტრია, რეკლამა, სპორტი, ჟურნალ-გაზეთები წარმოუდგენელია ფოტოგრაფიის გარეშე. დღეისათვის არსებულმა ფოტოაპარატმა, რომელიც უდიდესი შესაძლებლობებით გამოირჩევა ხელის შეუწყო ფოტოგრაფიის განსაკუთრებული დარგის განვითარებას, როგორიცაა მხატვრული ფოტოგრაფია. ისევე როგორც მხატვრობაში ისევე მხარტვრულ ფოტოგრაფიაში არსებობს ფოტოპეიზაჟები, ფოტონატურმორტები, ფოტოპორტრეტები. ფოტოგრაფი მხატვრის მსგავსად, ყურადღებას აქცევს განათებას, ხედვის წერტილს, შუქ-ჩრდილს, ფერებს, განწყობილებას. ასე რომ ფოტოაპარატმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ერთერთი დარგის მხატვრული ფოტოგრაფიის განვითარება.
დღეისათვის ყველაზე პოპულარული აპარატები
![]() |
![]() |
Add caption |
Subscribe to:
Posts (Atom)