Pages

Thursday, June 9, 2011

ვიდეო youtube-დან

ვიდეოზე ასახულიაფოტოგრაფიის ტიპები 










ვიდეოზე მოცემულია თუ როგორ უნდა გადავიგოთ ფოტო ღამით.

თემის ბიბლიოგრაფია

პოსტზე მოცემულია თემის ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკიდან,ის იხილეთ აქ

web-პრეზენტაცია

პრეზენტაცია თემაზე ფოტოგრაფია იხილეთ აქ

Friday, April 1, 2011

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.


  I  ფოტო

 ეს არის ე.წ. დაგეროტოპია, რომელიც გადაიღო თვით მეთოდის ავტორმა Louis Daguerre 1838 წელს, ადგილზე სახელწოდებით Boulevard du Temple პარიზში. დაგეროტოპიის შესაქმნელად საჭიროა ხანგრძლივი 10 წუთიანი ექსპოზიცია  და ადამიანები, რომლებიც ბულვარზე დადიან, უბრალოდ არ ჩანან, მაგრამ ერთი კაცი მაინც გამოჩნდა კადრში.



თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.



 ინფორმაციის სრულად სანახავად დააჭირეთ აქ



Friday, March 25, 2011

ფოტოხელოვნება

ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკური" ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).




Friday, March 18, 2011

ფოტოაპარატი

ფოტოაპარატი,მისი განვითარება და მნიშვნელობა


   19-ე საუკუნეში ლუი დაგერმა გამოიგონა პირველი ფოტოაპარატი, იგი საფრანგეთის ოპერაში მხატვარი იყო. 1820 წელს დაიწყო ექსპერიმენტები, რომელიც რამდენიმე წელს გრძელდებოდა და 1839 წელს გამოიგონა ფოტოაპარატი. დაგერმა თავის პირველ ფოტოსურათებს „დაგეროტიპები“ უწოდა. ლუი დაგერის გამოგონება გამოსახულების მიღებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა-ობსკურაში, ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. დაგეროტიპები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და დიდი როლი ითამაშეს ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისათვის. სამწუხაროდ დაგეროტიპული გამოსახულება არ იყო გამძლე, რის გამოც მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოაღწია დღემდე.                                                                                                                                         ლუი დაგერის მიერ გამოგონილმა ფოტოაპარატმა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადადა უფრო დაიხვეწა. 19-ე საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა გერმან ფოგელმა შეძლო გადაეღო მოძრავი ობიექტები. ასევე 19-ე საუკუნის ბოლოს გამოგონებულ იქნა ფოტოგრაფიული ფოტოჩამკეტი.                                                           
20-ე საუკუნის დასაწყისისთვის ფოტოტექნიკის ძირითადი სრულყოფა დამთავრებული იყო. კამერის ზომის შემცირებამ, ფირების გაუმჯობესაებამ, ძლიერი შუქძალის ობიექტივების შექმნამ შესაძლებელი გახადა ფოტოგრაფია გადასულიყო ფერწერის და გრაფიკის მიმბაძველობიდან გამომსახველობის საკუთარი შესაძლებლობების და განვითარების საშუალებად.                                                                                                             20-ე საუკუნის ბოლოს გამოგონილ იქნა ციფრული ფოტოაპარატი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ფოტოხელოვნების განვითარება.                                                ფოტოგრაფია-ბერძნული სიტყვაა და „სინათლით წერას“ ნიშნავს. ფოტოგრაფიას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ფოტოარქივებში დაცულია მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა. ის რაც შესაძლებელია ფოტოაპარატის საშუალებით დაფიქსირდეს, ხვალ ისტორია გახდება; მოდის ინდუსტრია, რეკლამა, სპორტი, ჟურნალ-გაზეთები წარმოუდგენელია ფოტოგრაფიის გარეშე.                                            დღეისათვის არსებულმა ფოტოაპარატმა, რომელიც უდიდესი შესაძლებლობებით გამოირჩევა ხელის შეუწყო ფოტოგრაფიის განსაკუთრებული დარგის განვითარებას, როგორიცაა მხატვრული ფოტოგრაფია. ისევე როგორც მხატვრობაში ისევე მხარტვრულ ფოტოგრაფიაში არსებობს ფოტოპეიზაჟები, ფოტონატურმორტები, ფოტოპორტრეტები. ფოტოგრაფი მხატვრის მსგავსად, ყურადღებას აქცევს განათებას, ხედვის წერტილს, შუქ-ჩრდილს, ფერებს, განწყობილებას. ასე რომ ფოტოაპარატმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ერთერთი  დარგის მხატვრული ფოტოგრაფიის განვითარება.
დღეისათვის ყველაზე პოპულარული აპარატები

 

Add caption